Wednesday, November 26, 2008

GEARN საცდელი პროექტი

,,ძველი ადათწესები და ტრადიციები ”


პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით

მოსწავლეები აგროვებენ ინფორმაციას ძველი ადათწესებისა და ტრადიციების შესახებ,ახდენენ მათ ანალიზს, ავლებენ პარალელს თანამედროვეობასთან,აკეთებენ შედარებებს სხვადასხვა კუთხის ადათ-წესებსა და ტრადიციების მიხედვით.


პროექტის სრული აღწერა

მოსწავლეები მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე მსჯელობენ რამ ჩაუყარა საფუძველი ამა თუ იმ კუთხის ტრადიციებსა თუ ადათ-წესებს, საიდან მოდის მათი ფესვები, მსჯელობენ მათ დადებით და უარყოფით მხარეებზე,ავლებენ პარალელებს ერთი და იგივე ადათ-წესისა თუ ტრადიციის სხვადასხვა ფორმით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.
ყურადრებას ამახვილებენ ქართულ რიტუალებზე, ქართულ ფოლკლორზე .ქართული სუფრის ტრადიციებზე, ჩაცმულობის,ხალხური რეწვის, თუ ქართული არქიტექტურის ტრადიციებზე (ჯგუფებად იყოფიან და თითოეული ჯგუფი მუშაობს სხვადასხვა ტრადიციასა თუ ადათ-წესზე)
აკეთებენ დასკვნებს რომელი ტრადიცია და ადათ-წესი შემორჩა დღეისათვის საქართველოს ამა-თუ იმ კუთხეში.
ხომ არ გაჩნდა რაიმე ახალი ტრადიცია და რამ დაუდო საფუძველი მის ტრადიციად ჩამოყალიბებას (ვაჟაობა,შოთაობა და ა,შ)
მოიპოვებენ ინფორმაციას ხალხური არქიტექტურის ნიმუშებზე (სვანური კოშკები,დარბაზები,ოდები და ა.შ)ეთნოგრაფიულ მუზეუმში ეცნობიან ძველი ადათ-წესებისა და ტრადიციების ამსახველ ნიმუშებს.
იღებენ ინტერვიუს უხუცესებიდან ადათ-წესებსა და ტრადიციებთან დაკავშირებით.
ავლებენ პარალელებს ქართულ ტრადიციებს და ადათ-წესებსა და კავკასიის სხვა ხალხების ტრადიციებსა და ადათწესებს შორის


მონაწილთა ასაკი/კლასები

VII-IX კლასები


ვადები/ხანგრძლივობა:

2009 წლის პირველი ექვსი თვე


პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში


ჯგუფური მუშაობის საფუძველზე ადარებენ ერთმანთს მათ ნამუშევრებს და გამოაქვთ დასკვნები,
ინტერვიუს აღება- დაეხმარებათ ცოცხალი მატიანის შედგენაში.
ექსკურსია მუზეუმი- საკუთარი თვალით ნახონ ადათ-წესების ამსახველი ნიმუშები
ალბომის ჩანახატების გაკეთება.


სამუშაო ენა

ქართული



საგნებთან საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:


ისტორიისა და გეოგრაფიის კურსიდან იხსენებენ სხვადასხვა ტრადიციის და ადათწესების წარმოშობის წინამძღვრებს,უკავშირებენ ბუნებრივ პირობებს და რესურსებს ამა თუ იმ ტრადიციას და ადათწესებს,ხელოვნების კურსიდან საუბრობენ არქიტექტურის ძველ და ახალ სტილზე,ხალხურ ფოლკლორზე,სუფრის ტრადიციებზე, სამოქალაქო განათლებიდან თემა ,,ძველი და ახალი:- ავლებენ პარალელებს ძველ და ახალ ტრადიციებსა და ადათწესებზე.
გეოგ.IX-7 აანალიზებს ქართული ტრადიციების გეოგრაფიულ თავისებურებებს
ისტ.გეოგრაფია- VIII-15 იკვლევს საზოგადოების განვითარების კულტურულ საფუძვლებს
ხელოვნება- ს.გ VIII -10 მოსწავლე ამოიცნობს და ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ხელოვნების ნიმუშებს.


მონაწილეები სხვა სკოლებიდან


პროექტის ფასილიტატორის სახელი

მარინა ჯიშკარიანი


პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა

mariminiko@gmail.com


პროექტის ფორუმი

,,ძველი ადათ-წესები და ტრადიციები”



პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი

http://traditionsproject.blogspot.com/